წესები & პირობები

აღნიშნული ვებ-გვერდი (www.avejissamyaro.ge და www.avejissaxli.ge ) წარმოადგენს შპს „ავეჯის სამყარო“-ს (ს/კ 402179334) საკუთრებას.

ვებ-გვერდზე შემოსვლით და მისი მოხმარებით ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ვებ გვერდის წესებსა და პირობებზე. 
როდესაც განხორციელდება შეკვეთა, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს ელ. ფოსტის საშუალებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არ გულისხმობს შეკვეთის დასრულებას. შეკვეთის საბოლოო დადასტურება ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე უფლებამოსილი ვართ განვახორციელოთ პროდუქციის მიწოდება. ფასები საიტზე მოცემულია ლარში დღგ-ს ჩათვლით.  ფასები, შეთავაზებები და აქციები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ.

მიწოდების ფასი და დრო დამოკიდებულია შეკვეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობაზე. მიწოდების პირობების დაზუსტება ხდება ოპერატორთან შეკვეთის გაფორმების შემდეგ.

შპს „ავეჯის სამყარო“-ს (ს/კ 402179334)  სრული პასუხისმგებელია ჩვენი საიტის მომხმარებლისა  და კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხში.  ჩვენ არ გავამხელთ და არ გადავცემთ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებზე მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია ჩვენგან გადაეცემა გადამზიდავს შენაძენის მიტანის მიზნით. ჩვენ არ ვყიდით ინფორმაციას თქვენს სახელზე, მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, საკრედიტო ბარათებზე ან  ნებისმიერი  სხვა პერსონალურ ინფორმაციას.
ჩვენ მხოლოდ გვაქვს ინფორმაცია კლიენტის მისამართის, რომელიც კურიერმა უნდა მიაწოდოს პროდუქცია. ჩვენ არ გვაქვს თქვენი საბანკო ბარათებზე წვდომა, თქვენი საბანკო ბარათებზე წვდომა დაშიფრული სისტემით, საბანკო გადახდის მეთოდოლოგიით არის დაგენერირებული.